“აბსურდული, სუფთა საბჭოთა ჭაობის სტილში, ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელია, რომ სისულელეს საზღვარი არ აქვს. ისეთი ბოდვაა, რომ თითქოს, წამგებიანია, მაგრამ უბრალოდ, მათი პროპაგანდის ნიაღვარის ხარჯზე ჯერჯერობით გააქვს.”
გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს” ლიდერი
აღნიშნულით ბოკერია ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძის განცხადებასგამოეხმაურა.
ცნობისთვის, როგორც უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, არაა გამორიცხული, სერგეი გავრილოვი, ენმ და ევროპული საქართველო ერთად მოქმედებდნენ.