დღეს ქობულეთთან, სოფელ გვარასთან ავარიის დროს ქობულეთის მკვიდრი 30 წლის ზურა ზოიძე დაიღუპა.
როგორც ირკვევა, ავტომობილს თვითონ მართავდა და დაკრძალვაზე მიდიოდა. გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ რომ ზურას დაახლოებით ერთი წლის წინ ძმა გარდაეცვალა.
„კეთილშობილი, ზრდილობიანი და პატიოსანი ბიჭი იყო. ყველას გვერდში მდგომი ჭირსა თუ ლხინში. დიდი ტრაგედია დატრიალდა. ვერ ვიჯერებთ, რომ ზურა აღარ არის. ერთი წლის წინ ძმა გარდაეცვალა, ახლა ეს ტრაგედია დატრიალდა, არ ვიცით ოჯახი როგორ უნდა ვანუგეშოთ“, – აცხადებენ ახლობლები.
ცნობისთვის, დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორსული ქალი კლინიკაში დაიღუპა.