გორში, სამეფოს ქუჩაზე ორსართულიანი სახლი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველებმა შუახნის კაცის ცხედარი იპოვეს.
ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.