ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უკრაინამ რუსეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა

უკრაინამ გადაწყვიტა რუსულ ავიაკომპანიებს ტრანზიტული ფრენებისთვის თავისი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალოს, განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა მთავრობის სხდომაზე.

„ველოდით, რომ რუსული მხარე უკრაინულ ავიაკოპანიებს აკრძალვას მოუხსნიდა საავიაციო გადაზიდვებზე და ტრანზიტულ ფრენებზე. ჩვენ ყველა ზომა მივიღეთ, რომ კონსულტაციები ჩაგვეტარებინა და რუსეთს შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო. რუსეთი, როგორც ყოველთვის, უკრაინული მხარის კანონიერ პირობებს არ დათანხმდა. ამიტომ უკრაინის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო ყველა რუსულ კომპანიას აუკრძალოს სატრანზიტო ფრენა უკრაინის საავიაციო სივრცეში. რუსეთმა უკრაინის საჰაერო სივრცე შეიძლება პროვოკაციებისთვის გამოიყენოს, ამიტომ ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხიც არის“ – განაცხადა იაცენიუკმა.

უკრაინის და დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა რუსეთს არაერთხელ დასდეს ბრალი, რომ ის უკრაინის საშინაო საქმეებში ერეოდა. რუსეთი ამ ბრალდებებს უარყოფს და მათ „მიუღებელს“ უწოდებს.

 

იტვირთბა....