ქობულეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 28 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა. ინფორმაცია ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაადასტურეს.
მათივე ცნობით, გარდაიცვალა ბავშვიც.
კლინიკის პრესსამსახურის თქმით, ახალგაზრდა ქალს სისოცხლისთვის შეუთავსებელი მძიმე დაზიანებები ჰქონდა, რის გამოც, მისი და მისი შვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
“ახალგაზრდა, 28 წლის ორსული ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა, ასევე ვერ მოხერხდა ბავშვის გადარჩენაც. მას სიცოცხლისათვის შეუთავსებელი უმძიმესი დაზიანებები ჰქონდა. ის 30 კვირის ორსული იყო. საავადმყოფოში შემოყვანისთანავე მძიმე მდგომარეობა ჰქონდა”, – განაცხადეს კლინიკაში.
გავრცეებული ინფორმაციით, 28 წლის ახალგაზრდა ქალს, 6 წლის შვილი დარჩა.
ცნობისთვის, დღეს, ქობულეთის რაიონის სოფელ გვარაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა. ერთმანეს ორი ბსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი პირი ადგილზე გარდაიცვალა ორი კი დაშავდა.