ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

მანანა კობახიძე: “არ ვიცნობ მე არკადის, ივანიშვილს საფრთხე არ ემუქრება”

“ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოში, მას ნამდვილად საფრთხე არ ემუქრება”-განაცხადა მანანა კობახიძემ ებრაელი ბიზნესმენის დაკავებასთან დაკავშირებით, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიზნესპარტნიორი იყო.

“არ ვიცნობ მე არც არკადის, არც ვინმე სხვა ბიზნესპარტნიორებს, ვერაფერს გეტყვით. ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოში, მას ნამდვილად საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ სხვების ამბები არ ვიცი”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

ებრაელი ბიზნესმენი არკადი გაიდამაკი, რომელიც 2000–2001 წლებში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ბანკ „როსიისკი კრედიტს“ ხელმძღვანელობდა, სამართალდამცველებმა შვეიცარიაში დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ 2000 წელს საფრანგეთში  ებრაელი ბიზნესმენის არკადი გაიდამაკის მიმართ ანგოლაში იარაღის უკანონო შეტანის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

იტვირთბა....