ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქობულეთის სოფელ გვარაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

შემთხვევა სოფელ გვარაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ერთი ორსულია, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

იტვირთბა....