„უკვე მესამოცე დღეა, ადამიანები კარვებში იყინებიან, რომ შეაჩერონ ეს უკანონო მშენებლობები“, – ამის შესახებ განაცხადა პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ თავმჯდომარემ, ბექა ნაცვლიშვილმა, რომელიც პარლამენტში მთავრობის წევრებისა და ნათია თურნავასთვის, ჰესებთან დაკავშირებით, კითხვების დასასმელად მივიდა.
როგორც ნაცვლიშვილმა განმარტა, სურს მინისტრს საკითხის საჯარო განხილვა მოსთხოვოს.
„უკვე მესამოცე დღეა, ადამიანები კარვებში იყინებიან, რომ შეაჩერონ ეს უკანონო მშენებლობები. გამომდინარე იქიდან, რომ არც ნებართვები არსებობს ამ მშენებლობების. ეს ენგურზე ოდნავ მცირე ჰესია, რომელიც საფრთხეს უქმნის, როგორც იმერეთის რეგიონს, ასევე მთლიანად ტვიშის მიკროზონას. ზოგადად, ამ ჰესის მიზანშეწონილობა არის დაუდგენელი, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ენერგომოხმარების 10% მიდის ბიტკოინების წარმოებაზე. მინდა მინისტრ თურნავას და საქართველოს მთავრობის წევრებს მოვთხოვო ამ საკითხის საჯარო განხილვა მოაწყონ,”-აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას განიხილავს.