ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მელიას შემთხვევაში ეს მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილი მზად არის, საკუთარი ძალაუფლების ნაწილი დათმოს”- გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მისრ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელებას ეხმიანება და გარკვეულ შეფასებებს აკეთებს.

როგორც ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა, პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელიას არჩევა შესაძლოა მიანიშნებდეს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთრა ძალაუფლებას ნაწილობრივ თმობს.

” ნიკა მელია არის მაღალი ტემპერატურის პოლიტიკოსი და შეუძლია კონსოლიდაცია მოახდინოს ამ პარტიის, იმათშიც კი ვინც მიშა სააკაშვილის მიმართ გარკვეულ სკეპტიციზმს გამოხატავს. დაასახელეს ორი ლიდერი, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქტიურობით იყო გამორჩეული. მელიას შემთხვევაში ეს მეტყველებს იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი მზად არის საკუთარი აბსოლუტური ძალაუფლების გარკვეული ნაწილი დათმოს მელიას სასარგებლოდ თუ ნიკა მელია იქნება არჩეული. იმის მიხედვით, თუ რომელ მათგანზე იქნება არჩევანი შეჩერებული, შეიძლება გარკვეული დასკვნების გაკეთება იმ ტენდენციებზე, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარეობს,”- აცხადებს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, 20 დეკემბერს, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ. თავმჯდომარეს პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება.

იტვირთბა....