“თავისი არსით, ამნისტია სახელებსა და გვარებს არ ითვალისწინებს. ის ორიენტირებულია კონკრეტულ მუხლებზე და, შესაბამისად, აქ ვერ იქნებიან გათვალისწინებული კონკრეტული სუბიექტები.”
ანრი ოხანაშვილი – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ცნობისთვის, კანონმდებლები „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განიხილავენ. პროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები.