აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 201 490 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 624 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა – ამის შესახებ ინფორმაციას, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აქვეყნებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ში კორონავირუსის 17 592 760 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 315 260 ადამიანი გარდაიცვალა.