aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გერმანიამ დიდ ბრიტანეთთან ფრენები შეაჩერა

aviabiletebi
ავიაბილეთები

კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენის გამო, გერმანიამ დიდ ბრიტანეთთან ფრენები შეაჩერა.

საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა, ჯერჯერობით, 6 იანვრამდე გაგრძელდება. სამომავლო გადაწყვეტილებაზე კი ქვეყანა კვლავ იმსჯელებს.

აღსანიშნავია, რომ აკრძალვა სამედიცინო პერსონალს არ ეხება, ამასთანავე ის არ გავრცელდება საფოსტო და სატვირთო ფრენებზე.

ცნობისთვის, გერმანიამდე, ბრიტანეთთან ფრენები ბელგიამ, იტალიამ და ნიდერლამდებმა შეაჩერეს.

იტვირთბა....