„სამწუხაროდ, ხელისუფლებისგან გვესმის იმის საპირისპირო მოსაზრებები, რაც წესით უნდა ისმოდეს“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას სურს, რომ მოლაპარაკებას შედეგი ჰქონდეს.
„ხელისუფლებამ კი, გონივრული ნაბიჯები უნდა გადადგას იმისათვის, რომ საბოლოოდ განიმუხტოს ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დღეს გვაქვს“. – განაცხადა წერეთელმა.
ცნობისთვის, ელჩების შუამდგომლობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი,სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას უნდა შედგეს.