ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ, „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობის 11 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “გარდიანი“ ავრცელებს. ჯანმოს თქმით, კორონავირუსის ახალი სახეობის 9 შემთხვევა დანიაში დაფიქსირდა, თითო-თითო შემთხვევა კი ნიდერლანდებსა და ავსტრალიაში იქნა აღმოჩენილი.
ვბორგანიზაციის პრესსპიკერის განცხადებით, ევროპის ქვეყნებმა ახალი ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კონტროლი უნდა გააორმაგონ.
ცნობისათვის, მიმდინარე კვირაში ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. COVID-19-ის ახალი სახეობა ასევე გამოვლინდა სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაშიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ COVID-19-ის ახალი სახეობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, უფრო გადამდებია.