თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სამი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაზარალებული კლინიკაში გადაიყვანა.
გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.