ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნამდვილი კაცი და გენიალური არტისტი!” – საზოგადოება გოგი ქავთარაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება

მსახიობი გოგი ქავთარაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ადასტურებენ.

სახალხო არტისტის გარდაცვალებას სოციალურ ქსლში საზოგადოების დიდი ნაწილი გამოეხმაურა.

„რა სამწუხაროა, ვიზიარებ გიო,ვიცი რასაც ნიშნავდა შენთვის“,- წერს ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე.

„უზომოდ დამწყვიტა გული ბ-ნი გოგო ქავთარაძის გარდაცვალებამ.სამძიმარს უცხადებ მის ოჯახს. ღმერთმა დაუმვიდროს სასუფეველი“,- წერს ნანა კაკაბაძე.

„გაანათლოს მისი სული უფალმა“,- წერს მომღერალი, ნინი შერმადინი.

მსახიობი გოგი ქავთარაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. – წერს რობერტ სტურუა.

„ვაახ გოგი“,- წერს პოლიტიკოსი, თაკო ჩარკვიანი.

„გული დამწყდა“,- წერს გაზეთ „ქრონია+“ რედაქტორი, ელისო კილაძე

„აუ ჩემი… ნათელში ამყოფოს ღმერთმა“,- წერს პროდიუსერი, კახი მამულაშვილი იგივე მამულიჩა.

„გარდაიცვალა გოგი ქავთარაძე ეპოქაც გაიყოლა… ნამდვილი ადამიანი! ნამდვილი კაცი და გენიალური არტისტი! რეჟისორი! ჩემი პედაგოგი თეატრალურ უნივერსიტეტში.. ბევრი კარგი როლიც გვათამაშა და ერთადაც გვითამაშია სცენაზე! ბევრი რამ გვასწავლა! ნამდვილი პროფესიონალი! წელს მისი ვარსკვლავის გახსნა უნდა ყოფილიყო! პანდემიის გამო ვერ მოხერხდა.. ვტირით მთელი თქვენი სტუდენტები ბატონო გოგი, ისე გვიყვარდი, ვერასდროს ვიფიქრებდით რომ ერთ დღეს აღარ გვეყოლებოდი” – წერს მსახიობი და ტელეწამყვანი, გიორგი გასვიანი.

„როგორ მტკივა ყოველი იმქვეყნად წასული ადამიანი. ღმერთმა ნათელში დაუმკვიდროს სასუფეველი… ბატონი გოგის ვარსკვლავი ამქვეყნად ჩაქრა იმქვეყნად აინთო… დანაკლისია ყველასთვის გულისტკვილად“,- წერენ სოციალურ ქსელის მომხმარებლები.

ინფორმაციისთვის, გოგი ქავთარაძე  25 ფილმშია გადაღებული, არის ერთი ფილმის რეჟისორი. ამასთან, ის საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი იყო. მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება.

გოგი ქავთარაძე კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი იყო.

იტვირთბა....