საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძძღვანელის, ამირან გამყრელის განმარტებით, ეპიდსიტუაცია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გარკვეულწილად სტაბილიზირდება
როგორც გამყრელიძე აცხადებს, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მხრივ სტაბილიზაცია შეინიშნება, თუმცა სიტუაცია კვლავ საყურადღებოა.
“ეპიდსიტუაცია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გარკვეულწილად სტაბილიზირდება. მიუხედავად იმისა, რომ სტაბილიზაციის ელემენტები გამოჩნდა ამ შეზღუდვების და გაფართოებული ტესტირების ფონზე, არ გვაძლევს ეს დამშვიდების საფუძველს, რადგან 2-დან 3 ათასამდე ახალი შემთხვევა მაინც ძალიან საყურადღებოა და არავითარი მოშვების საფუძველს არ იძლევა“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
შეგახსენებთ, დღეს, საქართველოში, კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.