პოსტკოვიდურ სინდრომსა და სიმპტომებზე ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის(NIH) ინფორმაციაზე დაყრდნობით უცხოური მედია სტატიას აქვეყნებს.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ადამიანებს სიმპტომები გამოჯანმრთელების შემდეგაც აღენიშნებათ. ამასთან, ვითხულობთ, რომ ვირუსის შემდგომი სინდრომი არის უკვე დაავადება, რომელიც ვლინდება მაშინ, როცა ვირუსზე ტესტი უარყოფითია.
“ბოლო დროს, კორონავირუსის შემდგომი სინდრომი სერიოზულ პრობლემად იქცა. პაციენტები, რომლებიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, სიმპტომები მაინც ხანგრძლივად აღენიშნებათ. Covid-19-ის შემდგომი სინდრომი არის უკვე დაავადება, რომელიც ვლინდება მაშინ, როცა ვირუსზე ტესტი უარყოფითია,”- წერია სტატიაში.
გამოცემა წერს ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებზე, რომელიც გამოჯანმრთელების შემდეგაც აღინიშნება ადამიანებში. ეს სიმპტომები შესაძლოა იყოს:
- სუნთქვის გაძნელება,
- სახსრების ტკივილი,
- მკერდის ტკივილი,
- გემოს და/ან სუნის დაკარგვა
გარდა ამისა, გამოცემა ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ პაციენტებში ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს სხეულის სხვადასხვა ორგანოებზე სხვადასხვა პრობლემები.
გამოცემის ცნობით, ადამიანები, რომლებსაც, სავარაუდოდ, პოსტკოვიდ სინდრომი და მისი ხანგრძლივი სიმპტომები აღენიშნებათ, ასე კლასიფიცირდებიან:
- 50 წელს გადაცილებულები
- ადამიანები, რომლებსაც Covid-19-ის მძიმე ფორმა ჰქონდათ.” – წერს გამოცემა