თბილისში, ერთ-ერთ უბანში, საცხოვრებელ სახლში იმყოფება შეიარაღებული პირი ხელყუმბარით, რომელიც იქ მყოფ ადამიანებს თავის აფეთქებით ემუქრება.
სავარაუდოდ, საქმე ოჯახურ კონფლიქტს ეხება.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი წარსულში ნასამართლევია.
უბანი, სადაც ინციდენტი ხდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით, მომეტებული რისკის გამო არ საჯაროვდება.
მასალა განახლებადია.