“ქვეყანაში გლოვის დღეებია – 50 ადამიანი გვეღუპება ყოველდღე და თბილისის მერი ერთ დღეს გვეუბნება, რომ საახალწლო განათება 21:00 საათზე გამოირთვება, მეორე დღეს გვეუბნება რომ აღარ გამოირთვება (ხალხის თხოვნით) ადეკვატურობის პიკია!”
ელისო კილაძე ” ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
ელისო კილაძე აღნიშნული პოსტით თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, კახი კალაძის განცხადებით, თბილისში საახალწლო განათებები გადაადგილების შეზღუდვის დროსაც არ გამოირთვება.
დედაქალაქის მერიის თქმით, მას ბევრმა მოქალაქემ მიმართა შესაბამისი თხოვნით, რომელიც გათვალისწინებული იქნება. ამასთან, კალაძე აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს.