aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვიღაც სავსე სუფრასთან, ჭამისგან ცუდად ხდება, მის გვერდით ვიღაც სხვა, კუთხეში ზის და ულუკმაპურობით ხდება ცუდად” – მამა პეტრე კოლხი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“არასდროს დამთავრდა ფულით და გავლენის მიხედვით ორ მხარეს შორის ნაპრალის გაჩენა,” – ამის შესახებ მამა პეტრე კოლხი ფენებად დაყოფილი საზოგადოების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

“მეტრონომი” მამა პეტრე კოლხის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ადამიანებს შორის ყველაზე დიდ დაპირისპირებას იწვევს, კლასობრივი დაყოფა… არასდროს დამთავრდა ფულით და გავლენის მიხედვით ორ მხარეს შორის ნაპრალის გაჩენა…

ვიღაც სავსე სუფრასთან, ჭამისგან ცუდად ხდება, მის გვერდით ვიღაც სხვა, კუთხეში ზის და ულუკმაპურობით ხდება ცუდად.

სოციალურმა ფონმა გამოიწვია ამდენი აგრესია, ძალადობა და ბოღმის გადმონთხევა.
ყველას არ აქვს იმის სულიერება, რომ მოცემულობა დაითმინოს, დინების წინააღმდეგ გაცუროს და არსებულ სიტუაციას არ შეეგუოს… არც მეორე მხარეს აღმოაჩნდა ხელგაშლილობა და ,,მაძღარს ყველა მაძღარი ეგონას” პრინციპით ვერ ხვდება, რა რთულ, გაუსაძლის რეალობაში ცხოვრობს.

ასე გრძელდება უსასრულოდ ის ხაზი, რომელიც დიდი ხანია გაიბზარა და ნაპრალი იმდენად დიდი გახდა, შერჩევის გარეშე ყველას ჩაიყოლებს!.“, – წერს მამა პეტრე.

იტვირთბა....