„ტიკარაძე მკვლელო“ – ამ ლოზუნგით ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს ბოჭორიშვილის კლინიკასთან აქციის მონაწილები დახვდნენ.
აღნიშნულ კლინიკასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მინისტრის მოადგილის გადადგომას ითხოვენ.
ამასთან, აქტივისტებს კლინიკასთან მიტანილი ჰქონდათ პლაკატი წარწერით „ტიკარაძე მკვლელო“
„ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობაზე ყოფნის ყოველ დღე მეტი ქართველის სიკვდილს ნიშნავს, რასაც ჩვენ არ დაუშვებთ, მომავალი „მთავრობა“ რომელიც არალეგიტიმურია, თუ დაამტკიცებს ისევ ტიკარაძეს, ჩვენ ვიქნებით ძალიან მწვავე, ყოველ დღე ვიქნებით ჯანდაცვის სამინისტროსთან, შეიძლება კარვებიც გავშალოთ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.