“პრეპარატი „რემდესივერის“ სიკვდილიანობას არ ამცირებს”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა გამოცემა “2020NEWS“-თან ინტერვიუში საუბრისას განაცხადა.
მისივე თმით, პრეპარატი „რემდესივერის” შუძლია ჰოსპიტალში დაყოვნებული პაციენტი სწრაფად გამოაჯანმრთელოს.
“პრეპარატი „რემდესივერის“ სიკვდილიანობას არ ამცირებს. მას შუძლია ჰოსპიტალში დაყოვნებული პაციენტი უფრო სწრაფად გამოაჯანმრთელოს, განსაკუთრებით ის მძიმე პაციენტი, რომელსაც, ჟანგბადის მიწოდება ხელოვნურად სჭირდება.
რა ღირს ეს პრეპარატი საქართველოში, არ ვიცი დეტალები, მაგრამ თუ ვინმე აჩუქებს ამ წამალს ქვეყანას, გამოვიყენოთ, რა პრობლემაა? 15 დღის ნაცვლად, 10 დღეში წავა ადამიანი სახლში, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ის, რომ სიკვდილობას შეგვიმცირებს, ასე არაა. 400 ადამიანზე მეტი ახლა რეამინაციაშია, ეს წამალი მათთვის საერთოდ არ არი.” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში პრეპარატი „რემდესივერი“ უკვე შემოვიდა.