ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

(ვიდეო) “მე კანონებს არ ვწერ, არა ვარ პარლამენტარი, თორემ დავწერდი” – რა ინიციატივა შესთავაზა გიორგი ფხაკაძემ საქართველოს მთავრობას

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე სოციალური ქსელის საშულებით  ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ამასთან, როგორც გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, ვიდეომიმართვაში დასძენს, მან საქართველოს მთავრობას  ახალი ინიციატივა შესთავაზა, რომლის თანახმადაც უკლებლივ ყველა მოქალაქეს, არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფება იგი, აუცილებელია ჰყავდეს ოჯახის ექიმი.

“მოკლედ შევაჯამოთ რა შევთავაზე მე მთავრობას, იყო პარლამენტის თავჯდომარე და რამოდენიმე კომიტეტის თავჯდომარე. მოკლედ მთავრობა კარგი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი და ჩემი პირველი წინადადება იყო ასეთი. ნომერი პირველი: საქართველოს მოქალაქეებს აფსოლუტურად ყველას არ აქვს მნიშვნელობა სად არის დედამიწაზე მათ პირად ნომერზე უნდა იყოს მიბმული ოჯახის ექიმის ტელეფონის ნომერი

ეს წინადადება შევთავაზე მთავრობას და მითხრეს ვნახოთ… – ბატონო გიორგი შემოიტანეთ საკანონმდებლო დონეზე წინადადებაო. – და მე კანონმდებელი არ ვარ, მე კანონებს არ ვწერ, მე არა ვარ პარლამენტარი, თორემ დავწერდი.” – აცხადებს გიორგი ფხაკაძე ვიდეომიმართვაში.

იხ: ვიდეო:

იტვირთბა....