საქართველოში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 055-ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 2 904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 316 პაციენტი.