ვაზისუბანში იეჰოვას მოწმეების ოფისი დაცხრილვასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. “მეტრონომი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
“მხოლოდ შენობას ესროლეს, შემთხვევის ადგილას არავინ იმყოფებოდა და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიება მიმდინარეობას “187-ე მუხლით”, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.” – გვითხრეს შსს-ში.