ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

შვედეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდა

შვედეთის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები გაამკაცრა – ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

შვედეთის პრემიერ-მინისტრის, სტეფან ლევენის განცხადებით, პანდემია სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია და  შეუძლებელია ყოველდღიურ ნორმალურ ცხოვრებაზე დაბრუნება.

შვედეთში ბოლო ორი თვის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ყოველკვირეულად რეკორდულ ნიშნულს აღწევს.

ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 9 654 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით 100 პაციენტი გარდაიცვალა, ჯამში კი პანდემიას 7 993 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იტვირთბა....