აშშ-ის კომერციის მდივნის, ვილბურ როსის განცხადებით, აშშ-ის მთავრობა ათობით ჩინური კომპანიის ე.წ. შავ სიაში შეყვანას გეგმავს.
მისივე თქმით, სავაჭრო შეზღუდვები სხვა კომპანიებთან ერთად შეეხება ჩინეთის მიკროჩიპების მთავარ მწარმოებელს, „სმიქს“ და ჩინეთის უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელ „ესზეტ დიჯეიაი ტექნოლოგის.“
როგორც როსი აღნიშნავს, დეპარტამენტი არ დაუშვებს, რომ მოწინავე ამერიკული ტექნოლოგია მზარდი მოწინააღმდეგის სამხედრო ძალების მშენებლობას დაეხმაროს.
აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის ინფორმაციით, „შავ სიაში“ 60 ჩინური კომპანია მოხვდება.