საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სამშვიდობო ოპერაციების მიმართულებით გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ერვე ლადსუს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, კახა იმნაძე.
“ჩვენ ვართ სრულ მზადყოფნაში იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი კონტრიბუცია გავიღოთ მსოფლიო მშვიდობისთვის. ძალიან გამოცდილი სამხედროები გვყავს, არა მხოლოდ გენერლები, მათ შორის, პოლკოვნიკებიც და ჩვენი მხარდაჭერა შესაძლოა კიდევ უფრო ღირებული და ფასეული გახდეს იმ შეიარაღებული ძალებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში გაეროს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობენ.”- განაცხადა თინა ხიდაშელმა.