ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: როცა ერთი მდიდარი ადამიანი ბატონ-ყმობის დამყარებას ცდილობს, საქართველოში, მშვიდობის მოლოდინი ნამდვილად ვერ იქნება

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას, რომ თუ არჩევნები არ იქნება, არც მშვიდობა იქნება, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მშვიდობა არც ახლაა.

მისივე თქმით, როცა ერთი მდიდარი ადამიანი მიიტაცებს ხელისუფლებას და შემდეგ ბატონ-ყმობის დამყარებას ცდილობს საქართველოში, მშვიდობის მოლოდინი ნამდვილად ვერ იქნება.

დღეს მშვიდობა არის? ჯერ ერთი, რას გულისხმობს, უნდა ჰკითხოთ იმ ადამიანს, ვინც გააკეთა ეს განცხადება, მაგრამ მე მაინტერესბს, დღეს საქართველოში მშვიდობაა?
მშვიდობაა, როდესაც ადამიანები პანტაპუნტით იღუპებიან, როდესაც ადამიანებს ამ სიცივეში, ახლა მე დისკომფროტი მაქვს თქვენ გამოც და ჩემი თავის გამოც, რომ ამ სიცივეში ვდგავარ და ინტერვიუს გაძლევთ. ამ სიცივეში, ინტერვიუს მიცემა რომ არაკომფორტულია, ადამიანებს, ფეხმძიმე ქალებს რომ ქუჩაში ყრიან, ეს მშვიდობაა? ვერ გეტყვით, რა მშვიდობას გულისხმობდა, მაგრამ არ შემეშინდება და შემიძლია გითხრათ, ქვეყნის პოლიტიკურ სტაბიულორობას სჭირდება სტაბილურობა პოლიტიკურ ძალებს შორის. აუცილებელია, რომ პარლამენტი, მთავრობა ნორმალურად მუშაობდეს. ამისთვის აუცილებელია, რომ ხელისუფლებაში იყოს ის ძალები, რომელსაც მოსახლეობა უჭერს მხარს. როცა ერთი მდიდარი ადამიანი მიიტაცებს ხელისუფლებას და შემდეგ ბატონ-ყმობის დამყარებას ცდილობს, საქართველოში, მშვიდობის მოლოდინი ნამდვილად ვერ იქნება.

არანაირი რევოლუციური სცენარი არ განიხილება, უბრალოდ ჩვენ ვართ პოლიტიკოსები და ყველა ვარიანტით უნდა გათვალოთ, რა ვარიანტში რა შეიძლება მოხდეს. საერთოდ, რევოლუციები ხდება არა ოპოზიციის წაყლობით, არამედ ხელისუფლების წყალობით. რევოლუციის კლასიკური განმარტება არის, როდესაც ხელისუფლება ვეღარ მართავს და მასებს, ანუ ხალხს აღარ უნდა ისე ცხოვრება, როგორც ცხოვრობს. ოპოზიცია არსად არ წერია აქ. თუ ხელისუფლება წესიერად იქცევა, მოდით, დავარქვათ ყვეალაფერს თვისი სახელი. ჩვენ არ დავიბრალებთ იმას, რისი დაბრალებაც ხელისუფლებას უნდა. რევოლუციას აწყობს ხელისუფლება. როდესაც ხალხს წაართვა ხმა და როდესაც უნდა, რომ მონათმფლობელობა და ბატონ-ყმობა იყოს საქართველოში. ვიყიდი, გაგყიდი, შემოვიყვან პარლამენტში, დავსვამ პარლამენტში მილიონრებს, რომლებიც არაფერს არ გააკეთებენ, გარდა საკუთარი ქონების დაცვისა. და ვისაც ასეთი ქვყეანა უნდა და ასეთი მშვიდობა უნდა, იმ ადამიანებს სახელმწიფოზე და ღირსებაზე პრეტენზია ნუ ექნებათ, მეგობრებო. მე არ ვაპირებ, ვიყო ბიძინა ივანიშვილის მონა ან ყმა, არ შევეგუები ამას და დარწმუნებული ვარ, რომ ამას არ შეეგუება მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. როგორც ჭკვიანმა ექიმმა დიაგნოზის ყველა ვარიანტი უნდა განიხილოს და აარჩიოს საუკეთესო მკურნალობა, ასევე ოპოზიციამ უნდა განიხილოს შესაძლო განვითარების ყველა სცენარი და აარჩიოს ყველაზე უმტკივნეულო, ყველაზე მისაღები და ყველაზე ეფექტური გზა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილმა ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ თუ არ იქნება ხელახალი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ამის გარეშე პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება“, – დასძინა მან.

 

იტვირთბა....