ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვინ არიან მთავრობის ახალ შემადგენლობაში – პარლამენტში დასამტკიცებლად სია უკვე შევიდა

საქართველოს პარლამენტსდა სამტკიცებლად  მთავრობის ახალი კაბინეტის შემადგენლობა წარედგინა.

მთავრობის ახალ შემადგენლობა უცვლელი რჩება გარდა იუსტიციის მინისრისა, რომლის პოსტზეც თეა წულუკიანს მისივე ყოფილი მოადგილე, გოჩა ლორთქიფანძე ჩაანაცვლებს. იუსტიციის მოადგილეა 2013 წლიდან.

დანარჩენი სამინისტროებისთვის, პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინეს მოქმედი მინისტრები:

1. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – მიხეილ ჩხენკელი;

2. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – ლევან დავითაშვილი;

3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – ნათელა თურნავა;

4. თავდაცვის სამინისტრო – ირაკლი ღარიბაშვილი;

5. იუსტიციის სამინისტრო – გოჩა ლორთქიფანიძე;

6. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – ეკატერინე ტიკარაძე;

7. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – მაია ცქიტიშვილი;

8. საგარეო საქმეთა სამინისტრო – დავით ზალკალიანი;

9. ფინანსთა სამინისტრო – ივანე მაჭავარიანი;

10. შინაგან საქმეთა სამინისტრო – ვახტანგ გომელაური;

11. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – თეა ახვლედიანი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, მე-10 მოწვევის პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის გარდა წარუდგინა სამთავრობო პროგრამა – “ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის”.

 

იტვირთბა....