ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

შტურმის დროს პოლიციამ რუბეში ერთი ადამიანი მოკლა

ერთი თავდამსხმელი მოკლეს საფრანგეთის ქალაქ რუბეში შტურმის დროს. დანარჩენმა თავდამსხმელებმა კი  მიმალვა მოახერხეს.  მათი ზუსტი რაოდენობა არ სახელდება. ამის შესახებ ინფორმაციას BFM TV ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ საფრანგეთის ქალაქ რუბეში, ბელგიის საზღვართან ახლოს შეიარაღებულმა პირებმა მძევლები აიყვანეს. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელებს მძევლებად ბანკის დირექტორი და მისი ოჯახის წევრები ჰყავდათ. მათივე განცხადებით, საქმე ტერორისტულ თავდასხმასთან არ გვაქვს და ოჯახზე თავდასხმა ძარცვის მიზნით განხორციელდა.

 

იტვირთბა....