ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოპოზიციას ყოველთვის მზაობა ჰქონდა მოლაპარაკების მზაობა, ოლაპარაკებები საჭიროა იმათთან ვინც ძალიან არ მოგვწონს”- ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, მოლაპარაკების მზადობა ოპოზიციას აქვს, შესაბამისად მეხუთე რაუნდი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„საბოლოო ჯამში, თავისუფალი სამყარო, სხვადასხვა ფორმით და ინტენსივობით მხარს უჭერს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, დემოკრატიას. მოლაპარაკების შემდეგი, მეხუთე რაუნდი ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. აბა ოპოზიციას ყოველთვის მზაობა ჰქონდა და აქვს. ზოგადად, ყველა გულწრფელად შეწუხებულ ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ მოლაპარაკებები საჭიროა იმათთან ვინც ძალიან არ მოგვწონს, აბა ვინც მოგვწონს მათთან მოლაპარაკებები საჭირო არ არის”, – განაცხადა ბოკერიამ.

„ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მომავალ სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.

იტვირთბა....