ინფექციური საავადმყფოს ინფექციონისტი ალექსანდრე კოგინავა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ვირუსისი თვისებებზე საუბრობს.
როგორც გოგინავა „იმედის დილაში” აცხადებს, ინფიცირების დროს ძალიან რთულია ყველა რეკომენდაციის დაცვა და პაციენტს ბევრ რამეს ვერ მოსთხოვს ექიმი.
„როდესაც მაღალი ტემპერატურა მაქვს, ვიცი, რა წესები უნდა დავიცვა, მაგრამ ძალიან მიჭირს სისუსტის გამო და ხშირ შემთხვევაში მეც ვერ ვახერხებ რეკომენდაციების დაცვას, რასაც გულუხვად ვარიგებდი ხოლმე. ვცდილობ, დადებითი ემოციები შევინარჩუნო და რაც შეიძლება მალე გამოვჯანმრთელდე, რათა დავუბრუნდე ჩემს საქმიანობას და განვაგრძო ამ დაავადებასთან ბრძოლა.
ახლა უფრო კარგად გავიცანი ვირუსი, პირადი შეხება მქონდა მასთან და პირიქით, ამ ყველაფერმა, შეიძლება, გამიადვილოს პაციენტებთან ურთიერთობაც – ხშირ შემთხვევაში ისეთი მიმდინარეობა აქვს დაავადებას, რომ პაციენტს ვერ მოთხოვ ბევრ რამეს. ძალიან მნიშვნელოვანია გამხნევება, მოტივაცია სხვა ადამიანების მხრიდან, რათა მოგცეს ძალა, რომ ეს რთული მდგომარეობა გადაიტანო“, – აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ.
შეგახსენებთ, იბფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა კორონავირუსით რამდენიმე დღის წინ დაინფიცირდა.

