პოლონეთი 28 დეკემბრიდან სამკვირიანი საყოველთაო კარანტინს აცხადებს.
როგორც „როიტერი“ წერს, 17 იანვრამდე სასტუმროები, სამთო-სათხილამურო კურორტები და სავაჭრო ცენტრები არ იმუშავებს.
ამასთანავე, ახალი წლის ღამეს, კომენდანტის საათი იმოქმედებს.
მედიასაშუალების ცნობით, პოლონეთის ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღის წინაშეა, რა დროსაც, ვირუსის დღიური ახალი შემთხვევების რაოდენობამ 27,000-ს მიაღწია.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ადამ ნიედჟიელსკიმ მოსახლეობას მოუწოდა, საკუთარ თავს და ოჯახებს გაუფრთხილდნენ, რადგან პანდემიის მესამე ტალღაა მოსალოდნელი.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიმდინარე თვეში ელოდება.
ვაქცინაციისთვის 8 000-მდე პუნქტია მოწყობილი.