ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

რუსული მაფიის წინააღმდეგ მასშტაბური გამოძიების შედეგად ესპანეთში 23 ადამიანი დააკავეს – ესპანეთის პოლიცია

ესპანეთის პოლიციის ინფორმაციით, რუსული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციის შედეგად 23 ადამიანი დააკავეს.

როგორც ესპანეთის პოლიიციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ჩხრეკა 18 მისამართზე ჩატარდა.

მათივე ცნობით, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, 300 ათასი ევროს ოდენობის ნაღდი ფული, ძვირფასეულობა.

ამასთან, სამართალდამცავი ორგანოს განცხდებით, საქმის გამოძიება ევროპოლის მონაწილეობით მიმდინარეობდა და ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო.

კრიმინალური ჯგუფები ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ესპანეთის ტერიტორიას „ფულის გათეთრებისთვის“ იყენებდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ესპანეთში ჩატარებული ოპერაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის მაფიის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური გამოძიებაა.

იტვირთბა....