ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეშინიათ საგამოძიებო კომისიის

„ეშინიათ საგამოძიებო კომისიის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზადაა კონსულტაციებისთვის.

„ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის, განიხილებოდა ძალიან საინტერესოდ საარჩევნო სისტემის, არჩევნების ადმინისტრირების საკითხები და აქ ჩვენი მხრიდან იყო ძალიან ფართო მზაობა, ასევე რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნების თემას ჩვენ შევთავაზეთ ძალიან საინტერესო რამ, რომ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში შევისწავლოთ არჩევნების შინაარსი და შედეგები, ვნახოთ, თუ 1%-იანი გადახრა მაინც აღმოჩნდება “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, ასეთ შემთხვევაშ ვნიშნავთ რიგგარეშე არჩევნებს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ეშინიათ საგამოძიებო კომისიის, იმიტომ, რომ აღმოჩნდება, რასაც ისინი ამტკიცებდნენ და ატყუებდნენ საზოგადოებას არჩევნებთან დაკავშირებით იყო სრული ფარსი,” – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....