“ამიხსნას ვინმემ თუ სასტუმროებში ადამიანების დასვენება შესაძლებელია, სადაც ყველა ყოველდღე ერთმანეთს ხვდება, რატომ არ შეიძლება ჩემი 50 – კაციანი კონცერტი ამავე სასტუმროში? ხმას არ ვიღებ ამდენი ხანია. ვემორჩილებით ყველა რეგულაციას, ვემიჯნები პოლიტიკურ აურზაურს… მართლა მშივრები ხომ არ დავიხოცებით?ან ის ხალხი მაინტერესებს საახალწლო კონცერტების გამო რომ გვლანძღავს და თვითონ ერთი წელი სახელმწიფო სამსახურიდან ხელფასს რომ იღებს. მე რა ვქნა, არც თვითდასაქმებულშიც რომ ვერ გავდივარ. ამიხსნას ვინმემ !!!“
ოთო ნემსაძე – მომღერალი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
აღნიშნული განცხადებით მან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის, ნათია თურნავას დღევანდელმა განცხადებას გამოეხმაურა.
ცნობისთვის, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ახალ წელს სასტუმროებში მაყურებლის დასწრებით კულტურული ღონისძიებების გამართვა იკრძალება.