ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა

მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ამოტრიალდა.

ამ დროის მონაცემებით, მძღოლი მსუბუქად არის დაშავებული.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

იტვირთბა....