“ეს არჩევნები, სხვა ცუდი არჩევნებისგან განსხვავებით, მხოლოდ უსამართლო კი არ იყო, არამედ ივანიშვილმა უკანონო მანიპულაციების გარეშე ვერ მოიპოვა უმრავლესობის მანდატი. არ ვაპირებთ, ლეგიტიმაცია მივანიჭოთ არჩევნების მოპარვას.”
გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველოს” ლიდერი
აღნიშნული განცხადებით ბოკერია გამოეხმაურა, პარლამენტში ინიციატივის წესით შესულ კანონპროექტს, რომელიც საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის პარტიისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს.