რუსეთის ტურიზმის სააგენტო “როსტური” ინფორმაციას ავრცელებს, რომ წყვეტს ტურებს თურქეთის მიმართულებით.
“რუსეთის მოქალაქეებს შესაძლოა შეემთხვათ საფრთხე თურქეთში. ჩვენ შექმნილ სიტუაციას ვაფასებთ, როგორც ტურისტებისთვის საფრთხის შემცველს.” – განაცხადეს ტურიზმის სააგენტოში.
როგორც ირკვევა, ტურისტებს შეუძლიათ მოითხოვონ უკვე გადახდილი ფულის უკან დაბრუნება. ცნობილია, ისიც რომ დაახლოებით 5 ათასი სააახალწლო ტური უკვე გაყიდულია.
შეგახსენებთ, რამდენიმე ხნის წინ პუტინმა თურქეთის მიერ ჩამოგდებულ რუსულ სამხედრო ვერტმფრენის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც იგი აცხადებს, რომ ამ ფაქტს, კრემლის მხრიდან სერიოზული რეაგირება ექნება.