ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა იწვევს კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებულ ალერგიულ რეაქციას – კულუმბეგოვი პასუხობს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დროს მიღებულ ალერგიულ რეაქციასა და მის გამომწვევ მიზეზებზე წერს.

როოგრც კულუმბეგოვი წერს, დიიდ ბრიტანეთის გარდა, ვაქცინაციის დროს მოქალაქეებში ალერგია დაფიქსირდა ამერიკაშიც, რაც საყურადღებოა.

“ფაიზერი/ბიონტექის ვაქცინასთან დაკავშირებული სისტემური ალერგიული რეაქცია სავარაუდოდ უკავშირდება მასში არსებულ ექსციპიენტს, კერძოდ პოლიეთილენგლიკოლს/მაკროგოლს.

სამწუხაროდ იგივე რაქცია, რაც ბრიტანეთში მოხდა უკვე დაფიქსირდა ამერიკაშიც (ალიასკაზე), პაციენტი ძლიერი ალერგიის გამო ჰოსპიტალიზირებულია. იმედია მეორე გენერაციის ვაქცინებში ამ ტიპის დანამატს ჩაანაცვლებენ ბევრად უსაფრთხო ინგრედიენტით,”- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

შეგახსენებთ, აშშ-ში ოთხ მოხალისეს, რომელთაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო „Pfizer-ის“ ვაქცინა გაიკეთეს, „ბელის“ დამბლა განუვითარდა. აღნიშნული დაავადებისას სახის კუნთები სუსტდება. შედეგად, სახის ნახევარი პარალიზებულია და დუნდება. ღიმილის დროს, ნახევარი ტუჩი არ მოძრაობს, ხოლო თვალი პარალიზებულ მხარეს არ იხუჭება.

იტვირთბა....