ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 124 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რიცხვი 191 460-მდე გაიზარდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში კოვიდ 19-ით გარდაცვალების 38 ახალი ფაქტი დაფიქსირდა და დაღუპულთა რიცხვმა 2 088-ს მიაღწია.
აზერბაიჯანში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 127 064 პაციენტი. ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 62 308-ია.