ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ტრანსგენდერ პატიმარს ენდოკრინოლოგის მომსახურებაზე უარი უთხრეს” – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, მას მიმართა ტრანსგენდერმა პატიმარმა, რომ ციხის ადმინისტრაცია მის საჭიროებაზე მორგებულ სამედიცინო მომსახურებას არ უწევს.

როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, მან გენდერული იდენტობის ნიშნით, ირიბი დისკრიმინაციის დადგენის რეკომენდაციით მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს გიორგი პატარიძეს.

“რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილება და მედიკამენტებით უწყვეტი უზრუნველყოფა, ყველა ბრალდებულისა თუ მსჯავრდებულის გარანტირებული უფლებაა. განმცხადებელს, მისი გენდერული იდენტობიდან გამომდინარე, განსხვავებული, მის საჭიროებაზე მორგებული სამედიცინო მომსახურება ესაჭიროება. ენდოკრინოლოგის მომსახურებაზე უარის თქმით ხდება მისი სპეციფიკური მახასიათებლების იგნორირება. სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პატიმარმა კონსულტაცია არა ზოგადი პროფილის, არამედ ამ მიმართულებით სპეციალიზებული ენდოკრინოლოგისგან უნდა მიიღოს. “, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცახდებაში.

იტვირთბა....