ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის აცრა სავარაუდოდ 27 დეკემბერს დაიწყება” – “გარდიანი”

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები კომპანიების „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შექმნილი ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაციას სავარაუდოდ 27 დეკემბერს დაიწყებენ – ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განცხადებით, ავტორიზაციის გეგმის მიხედვით გავლის შემთხვევაში, გერმანიაში ვაქცინაცია 27 დეკემბერს დაიწყება.

„გერმანიაში ვაქცინაციას 27 დეკემბერს დავიწყებთ, იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზაცია ისე მოხდება, როგორც დაგეგმილია“, – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა.

იტვირთბა....