ჩრდილოეთ საფრანგეთის ქალაქ რუბეში, ბელგიის საზღვართან ახლოს შეიარაღებულმა პირებმა მძევლები აიყვანეს. როიტერსის ცნობით ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები და ქალაქის მთელი პოლიციაა მობილიზებული. არიან დაჭრილებიც.
იმავე სააგენტო როიტერსს ქალაქის პოლიციის წარმომადგენელმა აცნობა, რომ შესაძლოა მძევლად ბანკის დირექტორი და მისი ოჯახი ჰყავდეთ აყვანილი. პოლიცია ვარაუდობს, რომ მძევლების აყვანა პარიზის ტერაქტებს არ უკავშირდება და შეიარაღებული პირები უბრალო მძარცველები არიან.