ბაღდათი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი გზის სავალი ნაწიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები მოზარდი და მისი მშობლები არიან.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.