ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული – უფრო ოჯახის წრეში” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, წლევანდელი ახალი წელი მოკრძალებული უნდა იყოს და მას განსხვავებულად უნდა შევხვდეთ.

როგორც პრემიერობის კანდიდატმა მთავრობის დღეავანდელ სხდომაზე განმარტა, კორონავირუსით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სადღესასწაულო დღეებში თავი აარიდონ დიდ წვეულებებს.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში მომავალი ეკონომიკური აღდგენისთვის მნიშვნელობა ექნება, მათ შორის იმას, თუ როგორ გავართმევთ თავს საახალწლო დღესასწაულებს.

„ჩვენი ძირითადი ამოცანა არის, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ ხანდაზმულებს და ამ პასუხისმგებლობით როგორც სახელმწიფომ, ისე მოქალაქეებმა, კომპანიებმა და ბიზნესმა უნდა ვიმოქმედოთ, პირველ რიგში, საახალწლო დღეებშიც. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს. ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში და, რა თქმა უნდა, თავი უნდა ავარიდოთ დიდ წვეულებებს, ჩვენთვის შეიძლება ჩვეულ დიდ წვეულებებს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ წელს განსაკუთრებული წელია, გამოწვევებით. დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი შემდგომი ეკონომიკური აღდგენისთვის თუ როგორ გავართმევთ თავს, პირველ რიგში, ამ საახალწლო დღესასწაულებს,“- განაცხადა გახარიამ.

იტვირთბა....