“300 – ლარიანი ერთჯერადი დახმარება 54 ათასმა მოქალაქემ მიიღო”, – ამის შესახებ რემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპისთვის 300 -ლარიან ერთჯერადი დახმარებაზე მიღებულია 65 ათასზე მეტი განაცხადი, აქედან 54 ათასი განაცხადი უკვე დაკმაყოფილებულია/
„28 ნოემბერს დაწყებული მიზნობრივი შეზღუდვების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა მოქალაქეების მიზნობრივი დახმარებების მეოთხე ტალღა. დღეის მდგომარეობით, 300 -ლარიან ერთჯერადი დახმარებაზე მიღებულია 65 ათასზე მეტი განაცხადი, რომლისგანაც 54 ათასი განაცხადი უკვე დაკმაყოფილებულია. რა თქმა უნდა, ჩვენ ახალ წლამდე ყველა განაცხადს, რომელიც იქნება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან მიღებული, დავაკმაყოფილებთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.