„ბატონი პრემიერის სურვილის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს და მე დავემორჩილები არა პრემიერის სურვილს, არამედ მის გადაწყვეტილებას.”
ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი
ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითიც უპასუხა კითხვას, პრემიერმინისტრი მთავრობის ახალ შემადგენლობაში ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მის კანდიდატურას თუ წარდგენს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მთავრობას ნდობა მომავალი კვირის ბოლომდე უნდა გამოუცხადოს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ მოხვდება მინისტრთა ახალ კაბინეტში.